ჯვარისელებმა "ქართული ოცნების" კანდიდატი სოფლიდან გააგდეს (ვიდეო)

  21:14:56     23-08-2012

რაჭაში "ქართული ოცნების" წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება, დღეს, "ოცნების" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე ჯვარისელებმა სოფლიდან გაააგდეს. დარახველიძე, რომელიც ვარდების რევოლუციამდე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი იყო, რაჭველებში კორუფციასთან, უდენობასთან, კრიმინალთან და უკანონო გარიგებასთან ასოცირდება... ბრალდებებისა და წარსულის შეხსენების შემდეგ, "ოცნების" კანდიდატმა ჟურნალისტთა კითხვებს ვერ უპასუხა და ტერიტორია საკუთარ დაცვასთან ერთად მალევე დატოვა, მიზეზად კი აუხსნელი შიში დაასახელა.