
კახი კალაძე და 40 ყაჩაღი
16:10:58     23-08-2012
კახი კალაძე სამტრედიაში არჩევნებს აგებს და იძულებულია ყველაფერზე წავიდეს, რომ წარუმატებლობას ახსნა მოუძებნოს. ამისთვის მან, ორმოცი კაცი დაიქირავა, ზონდერ ბრიგადები შექმნა და მათ დიდ ანაზღაურებას დაპირდა. რატომ მაინცდამაინც 40 და არა 48.
როგორც ჩანს, კალაძე ბავშვობაში ფილმ „ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღის“ მოყვარული იყო. სწორედ, ორმოცი ყაჩაღით აპირებს, ახლა სამტრედიის სოფლების დაწიოკებას. როგორც ცნობილია, კალაძე სამტრედიის რაიონის ყველა სოფლიდან გამოაძევეს. ადგილობრივებმა მას, ხან რუსეთუმეობა წამოაძახეს, ხან მამა–პაპის ცოდვები.
მოკლედ, კახი კალაძეს სამტრედია უარს ეუბნება. ექს–ფეხბურთელს ისღა დარჩენია, ყაჩაღობით და მამაძაღლობით მიაღწიოს რაიმე შედეგს. შედეგი ამ შემთხვევაში, შეხვედრების დროს, მოსახლეობის დაწიოკება, ჩხუბის წამოწყება, კონფლიქტების ინსპირირებაა.
კალაძის დაქირავებულები, შეერევიან სოფლის მოსახლეობას და შეხვედრების დროს სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან. როგორც აღვნიშნეთ, კალაძე ამისთვის ბლომად ფულს იხდის. ის წაგებულ თამაშს თამაშობს. იცის, არჩევნებში გამარჯვება გამორიცხულია და ახლა ხავსს ეპოტინება.