შავი მოცვის მურაბა
07:50:55     23-08-2012
მასალა:
მოცვი 1კგ.
შაქარი 1,2კგ.
წყალი 2 ჭიქა
მომზადება:
შაქარს დავასხათ წყალი და მოვადუღოთ სიროფი, შემდეგ სიროფში ჩავაყაროთ გარეცხილი და გასუფთავებული მოცვი, ვადუღოთ 5–7 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ და გავაჩეროთ 8–10 საათი, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, მურაბა დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ მომზადებამდე. მომზადებული მურაბა ცხლად ჩავასხათ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია ადუღებულ წყალში. ნახევარ ლიტრიან ქილებს სტერილიზაცია გავუკეთოთ 7 წუთი, ხოლო ერთ ლიტრიან ქილებს 10–12 წუთი.