აზუ

  07:58:01     22-08-2012

მასალა:

ხორცი 700 გრ.

კარტოფილი 8–10 ც.

ხახვი 2 თავი

ტომატ–პასტა 3 ს/კ.

ნიორი 4 კბილი

კიტრი 2–3 ც.

წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხორცი და ხახვი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავმატოთ ტომატ–პასტა და ვთუშოთ მომზადებამდე. კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ნახევრად. კიტრი დავჭრათ  წვრილად და ცალკე შევწვათ. ხორცს დავმატოთ დანაყილი ნიორი, შემწვარი კიტრი და კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავასხათ ცოტა წყალი და ვთუშოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე და ირგვლივ შემოვუწყოთ პომიდორი, კიტრი და მწვანილი.