
ნამცხვარი „შავი პრინცი"
07:54:47     22-08-2012
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
კაკაო 2 ს/კ.
არაჯანი 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
კარაქი ან მარგარინი 1 ს/კ.
სოდა 1/2 ჩ/კ.
მარილი ცოტა.
მინანქარი (გლაზური):
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
კარაქი 50–70გრ.
მოსართავად:
დაჭრილი ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ შაქარი, მარილი, კაკაო, სოდა და კარგათ ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კვერცხი, გამდნარი კარაქი და მოვამზადოთ ცომი. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, პერგამენტჩაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30–40 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, გავაცივოთ და მოვასხათ მინანქარი. მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათი.
მინანქარი (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკაო, არაჟანი და ავადუღოთ, შემდეგ დავამატოთ კარაქი და როდესაც კარაქი გადნება გადმოვდგათ გაზქურიდან.