რუსული არჩევანი: ან „კაგებეს“ აგენტი უნდა იყო, ან უცხო ქვეყნის აგენტი
07:43:37     22-08-2012
რუსებს ტრადიციულად უყვართ ვინმე რომ ჩაუშვან. ამიტომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ეამაყებოდათ, თუ ძალოვანი სტრუქტურები მათ აგენტებად აიყვანდნენ. ამ სტრუქტურების ძველ წარმომადგენელთა თქმით, მათ „დასავერბოვკებლად“ დიდი მუშაობა მაინც და მაინც საჭირო არც იყო, რადგან თავად იქით სთავაზოდნენ შესაბამის სტრუქტურებს საკუთარ თავს – აგენტად აგვიყვანეთო. ასე რომ, რუსებისთვის აგენტობა ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე იქნა აყვანილი.
ორიოდე დღის წინ ლონდონურმა გაზეთმა Times–მა ცნობილი ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გაბრიელის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი რუსეთზე საუბრობს.
კერძოდ, ინგლისელი მუსიკოსი მიუთითებს:
„რუსებმა პუტინი თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში მიიღო როგორც სახალხო გმირი, რომელიც ქვეყანას ააყვავებდა და მას სიამაყეს დაუბრუნებდა. თუმცა, უფროსი თაობის რიგითი რუსები ამბობენ, რომ ძალის ასეთი გამოყენება, ასეთი სისასტიკე, შეურაცხოფა და ძალადობის მუქარა, როგორიც ახლაა რუსეთში, მათ სტალინის დროიდან არ ახსოვთ.
რუსეთს ახლა რეგულარულად ახასიათებენ როგორც ბანდიტურ სახელმწიფოს, სადაც იმათ, ვინც პროტესტს აცხადებს ციხეში სვამენ და იქ ცემენ, სადაც იმ ჟურნალისატებს, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებას ეწევა –კლავენ, სადაც არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი, ორი პერანგი, რომელთაგან ერთს აწერია „უცხოეთის აგენტი“, ხოლო მეორეს – „სახელმწიფოს აგენტი“. ჩვენ, გარეშე ხალხი ახლა უნდა დავეხმაროთ რუსებს, რომ მათ გადააგდონ დუმილის მძიმე ფარდა, შევუშვათ მცირეოდენი შუქი მაინც რუსეთის ბნელ კუთხეებში“.
აი, ასეთია, ინგლისელი მუსიკოსის მოსაზრება და შეგონებანი რუსთა მიმართ, მაგრამ პუტინის რუსეთში შეისმენს კი ვინმე ამას, ძნელი სათქმელია.