ლიმონის ლიმონათი
08:37:38     21-08-2012
მასალა:
ლიმონი 2ც.
წყალი 2,5ლ.
შაქარი 0,5 ჭიქა
მომზადება:
2ც. ლიმონს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 2–3 წუთი. 2,5ლ. წყალი ავადუღოთ და გავაცივოთ დაახლოებით 40*–მდე, შემდეგ ლიმონებს მოვაჭრათ კუდები, გამოვაცალოთ მარცვლები, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და დავაბლენდეროთ შაქართან ერთად. სამ ლიტრიან ქილაში ჩავაფაროთ მარლა ჩანთასავით, ორ ფენად, მარლას შემოვაკრათ ქილის ზედაპირზე რაიმე, რათა არ ჩავარდეს ქილაში, შემდეგ ჩავასხათ მარლაში ლიმონის მასა, შემდეგ დავასხათ წყალი (წყალი უნდა გავიდეს ლიმონიან მასიდან ქილაში) და გავაჩეროთ 2 საათი (ლიმონის მასა დაფარული უნდა იყოს წყლით), შემდეგ ლიმონი კარგად გავწუროთ ქილაში, ხოლო სასმელი შევინახოთ მაცივარში.