ბორია, კახი და მათი კრიმინალები - ვინ არის კიღურაძე?

  17:46:36     20-08-2012

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოლიგარქის მსტოვრები გააქტიურდნენ. როგორ ჩანს, „ქართული ოცნების“ გეგმამ, წინასაარჩევნოდ მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა, სტარტი აიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის თანამშრომლებმა, სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში, სერგო და თემურ კიღურაძეები დააკავეს. სერგო კიღურაძემ, დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს, დავით კუხალაშვილს, პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თემურ კიღურაძემაც. კიღურაძეები ერთმანეთის ბიძაშვილები გახლავან.

სერგო და თემურ კიღურაძეები, ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული. სასამართლომ, მათ 80 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სხვათაშორის, სერგო კიღურაძე თავადაც ყოფილი პოლიციელია. იგი ძალოვანი სტრუქტურიდან მექრთამეობის გამო გაათავისუფლეს. კახი კალაძე დღეს, ბრიფინგზე სევდიანად ჰყვებოდა - თუ როგორ დევნიან მათ „უდანაშაულო“ წევრებს პოლიციელები... ზუსტად ასე სევდიანად გვატყუებდა ვიქტორ დოლიძეც, ჩემი მხარდამჭერი ნარკომანი არ არის, წამალი ჩაუდეს და ისე დააკავესო... 

გახსოვთ ალბათ, როცა „მეოცნებე“ ვიქტორ დოლიძემ, რისხვის ზარები დარეკა, ჩვენიანს ნარკომანობას "ტენიანო"... მოგვიანებით კი, როცა გავრცელდა შემზარავი კადრები, თუ როგორ „კაიფობდნენ“ „ქართული ოცნების“ წევრები, დოლიძეს კომენტარი აღარ გაუკეთებია. 

ეს ფაქტებიც რომ არა, აშკარაა, ოლიგარქი კრიმინალების გარემოცვაშია. ყოფილი მექრთამეები, ნარკომანები, ნარკო–ბარიგები და ზოგადად კრიმინალები - აი ივანიშვილის დასაყრდენი. თავად ბიძინა, ამ კრიმინალური სამყაროს უკანასკნელი იმედია.