კარტოფილი ხაჭოს კრემით
07:40:35     20-08-2012
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
ხაჭო 200გრ.
არაჟანი 2 ს/კ.
ნიორი, წიწაკა, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ გავასუფთავოთ და გავჭრათ შუაზე, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და გავაფორმოთ ოხრახუშით.
შიგთავსის მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ არაჟანი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ.