ნამცხვარი „შოკოლადის კარტოფილი"
07:38:43     20-08-2012
მასალა:
ნაღები 120მლ.
რძე 50–70მლ.
შავი შოკოლადი 100გრ.
თეთრი შოკოლადი 50გრ.
ორცხობილა (პეჩენია) 250გრ.
ხალვა 170გრ.
დაჭრილი ნიგოზი ამოსავლებად.
მომზადება:
ნაღებს დავამატოთ რძე, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან, დავამატოთ შოკოლადი, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ხალვა, დაფხვნილი ორცხობილა და კვლავ ავურიოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, თითოეული ბურთი ამოვავლოთ ნიგოზში. მომზადების შემდეგ ნამცხვარი შევინახოთ მაცივარში 1 საათით.