ბრაუნიზი
07:38:38     17-08-2012
მასალა:
შოკოლადი 200გრ.
პურის ფქვილი 100გრ.
კარაქი 150გრ.
შაქარი 200გრ.
კვერცხი 4ც.
ნიგოზი (გატარებული) დაახლოებით 1 ჭიქა
კაკაო 1–2 ს/კ.
ვანილი 1ც.
ცოტა მარილი.
მომზადება:
გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. კარაქი და შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე, დავამატოთ კაკაო, შაქარი, ვანილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ სათითაოდ დავამატოთ კვერცხი, ნიგოზი, მარილი, ფქვილი და კვლავ ავუროთ. მომზადებული მასა ჩავსხათ გაცხელებულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180–190* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ცოტა გავაცივოთ და დავაჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.