შსს "ქართული ოცნების" წევრის მიერ ნარკოტიკის მოხმარების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

  18:55:08     16-08-2012

შს სამინისტრომ ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ ამზადებს და იკეთებს ნარკოტიკს "ქართული ოცნების" წევრი გია გოგოხია მეგობართან ერთად.

„ქართული ოცნების" წევრმა, ვიქტორ დოლიძემ კი ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ირწმუნებოდა, რომ ორი დღის წინ, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, გია გოგოხიას და ლევან მაღლაკელიძის დაკავება პოლიტიკურ სარჩულს ატარებს.

„მყარი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ნარკოტიკები გოგოხიას ჩაუდეს“,- აღნიშნა დოლიძემ.

დაკავებულები ამ დრომდე მოდულის შენობაში იმყოფებიან.

გია გოგოხია ყოფილი სამართალდამცავია, ის 1996 წლიდან ისანი სამგორის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა.

internet.ge