სამარხვო სალათი

  08:28:56     16-08-2012

მასალა:

კონსერვირებული თეთრი ლობიო ტომატის წვენში 1 ქილა

კიტრის მწნილი 3ც.

სოკო 200გრ.

ხახვი 2 თავი

სტაფილო 1ც.

ზეთი, ნიორი, ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ლობიოს დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კიტრის მწნილი, წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი სტაფილო და ხახვი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ზეთში მოთუშული სოკო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ზეთი ან სამარხვო მაიონეზი და კარგად ავურიოთ.