ბადრიჯანი თბილისურად
08:28:31     16-08-2012
მასალა:
ბადრიჯანი 1კგ.ს
ხახვი 3–4 თავი
ბულგარული წიწაკა (მწვანე) 4–5ც.
კამა 1/2 კონა
ნიორი 6–7 კბილი
მომზადება:
ბადრიჯანი გავასუფთავოდ, დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და ვთუშოთ მომზადებამდე. შემწვარი ბადრიჯანი მოვათავსოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შემდეგ შემწვარი ხახვი+წიწაკა, ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. ბადრიჯნები დავაწყოთ ფენებად.