ლიმონის ლიქიორი

  08:27:05     16-08-2012

მასალა:

ლიმონი 6ც.

შაქარი 400გრ.

სპირტი 700გრ. (90%)

წყალი 300გრ. + 200გრ.

მომზადება:

ლიმონები კარგად გავრეცხოთ ცხელ წყალში,  თხლად გავაცალოთ კანი (კანი არ გადავაგდოთ), შემდეგ გავაცალოთ თეთრი ნაწილი (თეთრი ნაწილი გადავაგდოთ). კანები და ლიმონები დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქილაში. სპირტი გავხსნათ 300გრ. წყალში, შემდეგ დავსახთ დაჭრილ ლიმონს, დვაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 3 კვირა. 3 კვირის შემდეგ გავფილტროთ (ლიმონები და კანი გადავაგდოთ), დავასხათ წინასწარ მომზადებული სიროფი (200გრ. წყლისგან და 400გრ. შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი) და გავაჩეროთ 1 დღე.