რატომ დაიქირავა ივანიშვილმა კრემლის მარიონეტი - ლინკოლნ მიჩელი?

  20:29:16     14-08-2012

ოლიგარქმა იმდენი ადამიანის მადლი მოისხა, იმდენი ადამიანი გაამდიდრა, რომ თუნდაც ამიტომ ღირდა მისი მცირეხნიანი ფხაკუნი პოლიტიკაში. ამდენი უიღბლო და  თავისებურად ხელმოცარული, რაც მის გარშემო შეიკრიბა, ძნელად ნახოს  კაცმა ერთად.

მაგალითად, ლინკოლნ მიჩელი ავიღოთ. შეიძლება ვინმემ  თქვას კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელიაო.  საქმე ისაა, რომ ნამდვილად თანამშრომელია, მაგრამ მისდა სამწუხაროდ დაბალი რანგის. იმდენად დაბალის, რომ ვანუატუასა და რუსეთის გარდა, სხვა პოზიციაზე ვერ ჭაჭანებს.

სწორედ ეს რუსეთუმე მიჩელია ის თაღლითი, რომელიც ოლიგარქს მილიონებს აყაჭინებს. სამაგიეროდ, სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში ენერგიულად  ლანძღავს საქართველოს. ლინკოლმ მიჩელი  კარგა ხანია, აქტიურად მუშაობს იმისთვის რომ საქართველოს იმიჯი შელახოს საერთაშორისო ასპარეზზე.

ლინკოლნის რა მიდის.  ეს ქვეყანა, მისი არც  ახლანდელი სამშობლოა და არც წინაპრების. სადაც  უხდიან, იქ - იხდის. ასე მაგალითად, იგივე ლინკოლნ მიჩელი, აგვისტოს ომის დროს, ტანზე იხევდა რუსეთის სასარგებლოდ, თან იმდენად დახვეწილად, რომ „ფემინას“ წევრებსაც შეშურდებოდათ. იმ განსხვავებით რომ „ფემინა“ კრემლის წინააღმდეგ იხდის. მიჩელი კი კრემლისთვის. 

ახლა ბიძინაც დაემატა და აიწყო ცხოვრება... ივანიშვილის ეს ახლანდელი ლობისტი ხომ 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიიის დროს, კრემლის პოზიციებს ღიად ახმოვანებდა და საქართველოს ადანაშაულებდა... ასეა, ლინკოლნ მიჩელისა და ბიძინა ივანიშვილის აზრით ხომ 2008 წელს, ომი საქართველომ დაიწყო და „მძინარე ცხინვალი დაბომბა“...