თაფლის ხარისხის გასარკვევად
08:11:34     14-08-2012
თაფლი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, უნიკალური სამკურნალო საშუალებაცაა. დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შერჩევას, რადგან უხარისხო თაფლი მომწამვლელია. თაფლის შერჩევა არც ისე რთულია, რამდენიმე რჩევას თუ გაითვალისწინებთ.
მეფუტკრეობის მაღაზია _ "ფუტკრის სახლის” თანამშრომლების თქმით, ნამდვილი თაფლი არ იწვის. ქაღალდის ნაჭერზე დააწვეთეთ თაფლი და მოუკიდეთ ცეცხლი, ქაღალდი მთლიანად დაიწვის და იქ, სადაც თაფლი აწვეთია, ცეცხლი ჩაქრება.
თაფლის ხარისხის გასარკვევად დაგეხმარებათ შემდეგი ხერხიც: ჭურჭლიდან მშრალი ჩაის კოვზით ამოიღეთ თაფლი და თუ იგი ძნელად მოშორდება კოვზს, ესე იგი თაფლი ნამდვილად ხარისხიანია. გარდა ამისა, კოვზით ამოღებისას ნამდვილი თაფლი იწელება და არ წყდება. ნამდვილი თაფლი არც წყალში იხსნება ადვილად. ასევე, ხარისხიანი თაფლი უფრო ბლანტია და ოდნავ მწარე გემო დაყვება.
წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com