ორცხობილა „სიურპრიზი"
08:07:16     14-08-2012
მასალა:
კარაქი ან მარგარინი 200გრ.
მოხარშული კვერცხის გული (ყვითრი) 6ც.
არაჟანი 3 ს/კ.
შაქარი 5 ს/კ.
ვანილი 2 ჩ/კ.
გამაფხვიერბელი 2 ჩ/კ.
პურის ფქვილი 200–250გრ.
მოხალული მიწის თხილი 100–150გრ.
მინანქარი (გლაზური):
კარაქი 50გრ.
რძე 5 ს/კ.
კაკაო 3–4 ს/კ.
შაქარი 200გრ.
მომზადება:
მოხარშული კვერცხის გული ავთქვიფოთ კარაქთან ერთად, დავამატოთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ გამაფხვიერბელი, პურის ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ბურთებათ, თითოეული ბურთის ცენტრში მოვათავსოთ 1 ცალი მოხალული მიწის თხილი, დავამრგვალოთ და დავაწყოთ პერგამეტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე, გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ თითოეული ბურთი ამოვავლოთ თავდაპირველად მინანქარში, შემდეგ გატარებულ მიწის თხილში.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
კარაქი გავადნოთ, შემდეგ დავამატოთ შაქარი, კაკაო, რძე და ვადუღოთ სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.