მწვანე ლობიოს სალათა

  08:20:37     13-08-2012

მასალა:

პარკი ლობიო 200გრ.

მწყერის კვერცხი10ც.

მწვანე ბარდა (გაროხი) 200გრ.

კარტოფილი 200გრ.

არაჟანი 150გრ.

ქინძი 4 ძირი

პიტნა 4 ძირი

კარაქი 20გრ.

წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

პარკი ლობო დავტეხოთ და მოვხარშოთ. კარტოფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავასუფთავოდ კანისგან და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. კვერცხი მოვხარშოთ და გავასუფთავოდ ნაჭუჭისგან. ბარდა მოვთუშოთ ზეთში 3–4 წუთის განმავლობაში. ლობიო მოვათავსოთ ჯამზე, დავამატოთ კარტოფილი, კვერცხი, ბარდა, მოვასხათ არაჟანი, დავამატოთ  წვრილად დაჭრილი ქინი, პიტნა, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ.