
პაველ შერემეტი: ჩვენ მათ აფხაზეთი და ოსეთი წავართვით, რასაც არ გვაპატიებენ...
11:11:57     10-08-2012
რუსი ჟურნალისტი პაველ
შერემეტი სააგენტო АПН-თან
ინტერვიუში თბილისში თავის ბოლო ვიზიტს იხსენებს:
„ჩემი ბოლო ვიზიტისას, აპრილის დასაწყისში, შევედი რესტორანში და ვფიქრობდი: რა
ენაზე მელაპარაკა? რუსულად თუ ინგლისურად? რომ არ ვეცემე. საბოლოოდ, შიში დავძლიე
და შეკვეთა რუსულად მივეცი.
ყოველ ჯერზე ამას ვიღაც ამჩნევდა. სიჩუმე ისადგურებდა. ჩემთან მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „თქვენ საიდან ხართ?“. „მოსკოვიდან“. და იწყებოდა... მგზნებარე დისკუსია. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაერთებდით მაგიდებს და არცერთხელ არ მომიწია, რომ თავად გადამეხადა ფული სადილისთვის.
ქართველები - ბავშვებივით არიან. მათ შეუძლიათ იოლად გაგაბრაზონ და იოლად გაბრაზდნენ. მაგრამ მათში სიბოროტე არ არის“ - ამბობს რუსი ჟურნალისტი და დასძენს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაექრვას. მაგალითად, იმას, რომ რუსეთმა საქართველოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი წაართვა და მათ, ამას, საქართველო არ აპატიებს.
შერემეტის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება წავიდეს, „მაგრამ პრობლემა დარჩება. ჩვენ ხომ წავართვით მათ აფხაზეთი და ოსეთი - დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. და უკან აღარ დავუბრუნებთ. ისინი ამას არ გვაპატიებენ“ - განაცხადა ჟურნალისტმა.