"მეცხრე არხი" 2008 წლის აგვისტოს ომზე: რუსეთმა საქართველოში ჯარები ლეგალურად შეიყვანა (ვიდეო)

  15:33:22     08-08-2012

ტელეკომპანია „მე–9 არხი“ ბიძინა ივანიშვილის ლუსტრაციას ახდენს. ოლიგარქი, რომელიც ბოლო მომენტამდე ირწმუნებოდა, რომ პუტინის დავალებებს არ ასრულებს, რომ პოლიტიკაში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არ მოსულა, ჩიხშია. 

მის მიერ დაფინასებული „იდეოლოგიური მახინა“ „მე–9 არხი“, ღიად ეწევეა რუსული იდეების პროპაგანდას. დღეს, არხის თორმეტსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში, აგვისტოს ომის შესახებ სიუჟეტში შოკისმომგვრელი განცხადებები გაისმა. 

"მეცხრე არხის" წამყვანმა, სოფო ჩაკვეტაძემ საზოგადოებას აუწყა, რომ „ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“.

საინტერესოა, რა იგულისხმება სიტყვა „ლეგალურში“. სავარაუდოდ, ივანიშვილის „იდეოლოგიურ მახინაში“ ამ სიუჟეტის ტექსტი რიგითი ჟურნალისტის დონეზე არ მომზადებულა. 

სიუჟეტის ტექსტი, ამ ერთი ფრაზით, აბუჩად იგდებს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. რუსეთის „ლეგალურად შემოსვლა“ სხვა არაფერია, თუ არა, ივანიშვილის მონების მხრიდან იმის დელეგირება, რომ რუსეთს უფლება ჰქონდა, შეჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე.

ასეთი ნაღმი, სიუჟეტის ტექსტში, შესაძლოა ოლიგარქის ტელეკომპანიაში მყოფ ცენზორებთან შეთანხმებითაა ჩადებული. მიზანი ერთია. იმ აზრის განმტკიცება, რასაც კრემლის მონა ოლიგარქი წაღმა–უკუღმა ატრიალებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა, იარაღით შემოსვლა. 

ამ დრომდე, „მე–9“არხის ხელმძღვანელობის მხრიდან კომენტარი არ ისმის. სავარაუდოდ, მათ უნდა განმარტონ, რას ნიშნავს „საქართველოში, რუსეთის მიერ მძიმე ტექნიკის „ლეგალურად შეყვანა“.

პრინციპში საკომენტაროც არაფერია. ამ პატარა სიუჟეტში, კიდევ ერთხელ გაცხადდა ქართველთმოძულე პატარა კაცის სწრაფვა, დაუმონოს საქართველო რუსეთს. თუმცა რჩება მეორე ვერსიაც, რაც ამ შემთხვევაში ბევრად მისატევებელი და შეიძლება მარტივიცაა. 

უწიგნურმა ოლიგარქმა არათუ ბარბარიზმების, ქართული სიტყვების მნიშვნელობაც არ იცის. იგი ხშირად საუბრობს არქაულ ენაზე. ამდენად, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთუმე ბიძინამ არ იცის სიტყვა „ლეგალურის“ მნიშვნელობა და როგორც ხშირად მოსდის, არასწორად დაუკვეთა სიუჟეტის ტექსტი ხელქვეით „მეცხრეარხელებს“.

ოლიგარქის გარემოცვამ უნდა განმარტოს, ეს ღალატია თუ ტრადიციული სიბრიყვე. თუმცა პასუხი ორივეგანაა. ეს მოღალატე ბრიყვის პოზიციაა..