შუშარინი: პუტინი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით შეიჭრება

  08:44:45     07-08-2012

ომი საიმედო საშუალებაა და პუტინმა შეიძლება გააკეთოს ეს, მომავალში, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად - დაწერა თავის ბლოგზე ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა დიმიტრი შუშარინმა.

ის ფიქრობს, რომ „ეს იქნება სულმასშტაბიანი შეჭრა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით - ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით“.

„გავიმეორებ უკვე არაერთხელ თქმულს - საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ წყობას შეიძლება ვუწოდოთ დემოკრატიული. და ამიტომ, ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს პუტინის რეჟიმისათვის. მსგავსი მაგალითები არ უნდა იყოს“ - წერს შუშარინი.

მისივე თქმით, ომს რუსეთის ოპოზიციაც დაუჭერს მხარს, თუნდაც თავისი დუმილით, თუმცა ოპოზიცია უკვე აღარც არსებობს - ასკვნის ის.