ბაღები ძველ აღმოსავლეთში
08:34:06     07-08-2012
პირველი ბაღები, რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმა ხელოვნების ისეთი უმდიდრესი მასალა მიაწოდა, რომ მან უნებლიედ დაიმსახურა აღმოსავლეთის ხალხთა სიმპათიები და მათი ცხოვრების განუყრელ ნაილად იქცა. ბაღის გარეშე წარმოუდგენელია აღმოსავლური პოეზია. აღმოსავლურ საბაღო სისტემაში ორ სტილს გამოყოფენ: არიულს და სემიტურს.
არიული წარმოშობის ენერგიული და მებრძოლი ხალხი, აწყობდნენ უზარმაზარ ბაღებს და პარკებს, სადახ ზოგჯერ ცხოველებსაც ათავისუფლებდნენ და ამ შემთხვევაში ისინი სანადიროდაც გამოიყენებდნენ, ნადირობა კი ძველად მხოლოდ გასართობი ღონისძიება არ იყო, იგი ერთგვარ სამხედრო და სალაშქრო წრვთნასაც წარმოადგენდ. “ცხოველთა ბაღები” – “პარადიზები” ბუნებრივ ტყედ აღიქმებოდა, რომლის შექმნისთვის და შენარჩუნებისთვს წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან გამოჰყავდათ.
სემიტური წარმოშობის ხალხი, რომელთაც კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ისინი სახლებთან აწყობდნენ მაღალი კლდით შემოღობილ პატარა ბაღებს, სადაც ისინი არამარტო ულამაზეს მცენარეებს და ყვავილებს, არამედ ხელოვნების ნაწარმოებებსაც ათავსებდნენ. სემიტური ტიპის უძველესი ბაღის ყველაზე გრანდიოზული ნიმუშს წარმოადგენდა სემირამიდას “კიდული ბაღები”, რომელიც თითქმის ქრისტეს შობამდე IX საუკუნეებში ასურეთის დედოფლის შამურამატის (ბერძნულად სემირამიდას) სურვილით ბაბილონში იქნა აგებული და რომელიც ძველმა ბერძნებმა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად აღიარეს. ძველმა ბერძნებმა შეცდომით მიაწერეს ამ ბაღის აგება სემირამიდას. მეცნიერების მიერ მიკვლეული მასალებით “ბაბილონის კიდული ბაღები” ნაბუქოდონოსორ II-ის ბრძანებით ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში მიდიის მეფის ასულის დედოფალ ამიტას პატივსაცემად გაუშენებიათ. მიუხედავად ამისა ტრადიციისამებრ ამ ბაღებს სემირამიდას ბაღებს უწოდებენ .
სემიტების განსაკუთრებული სიყვარული შეიმჩნევა წყლისადმი, ბაღში, ტბორების, შადრევნების, კასკადების და ა.შ სახით.
ucnauri.com