ჭარხალი ნივრით და ნიგვზით
08:18:39     07-08-2012
მასალა:
ჭარხალი 6 ც.
გატარებული ნიგოზი 3–4 ს/კ.
ზეთი 2–3 ს/კ.
ძმარი 1–2 ს/კ.
ქინძი, ნიორი, მწვანე ხახვი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭარხალი მოვხარშოთ და გავხეხოთ, შემდეგ დავამატოთ ზეთი, ძმარი, ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.