
ფორთოხლის ცუკატები
08:16:14     07-08-2012
მასალა:
1კგ. ფორთოხლის ქერქი
1.400კგ. შაქარი
3 ჭიქა წყალი.
მომზადება:
ფორთოხლას ქერქები გავაცალოთ (ვეცადოთ, გარჩევისას ფორთოხლის ქერქებს დიდი რაოდენობით არ მივაყოლოთ თეთრი ნაწილი), ქერქები ჩავალბოთ ცივ წყალში 3 დღის განმავლობაში, დილა-საღამოობით ვუცვალოთ წყალი. შემდეგ წამოვადუღოთ 20-25 წუთი, გადავუწუროთ და დავჭრათ სასურველ ზომაზე. შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროპი. მდუღარე სიროპში ჩავყაროთ ქერქები და წამოვადუღოთ 5-10 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. დაახლოებით 5-6 საათში ისევ წამოვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. ასე გავაკეთოთ 3-4 ჯერ 10-12 საათის ინტერვალით (ანუ 2-3 დღის განმავლობაში დილით და საღამოს). თანდათანან ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და გაშრება. ბოლო წამოდუღების შემდეგ გადავიტანოთ რაიმე დაფაზე და გავშალოთ რომ გაშრეს.შევინახოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. საკმაოდ დიდხანს (3 თვემდე) ინახება.