ვინ და რატომ გადამალა ეკა ბერიძის ვაჟი საქართველოდან?!
18:11:28     06-08-2012
დღის მთავარ კითხვას - რატომ გაიმეტა ცნობილი ჟურნალისტის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვაჟმა ახალგაზრდა მიმტანი, „მეცხრე“ არხის სახე, ეკა ბერიძე უპასუხოდ ტოვებს.
„პრესა.ჯი“ მთელი დღის მანძილზე ცდილობს პირველ რიგში, ეჭვმიტანილის დედის, შემდეგ კი ჟურნალისტის შეფასების მოსმენას. საზოგადოებას აინტერესებს ობიექტური ჟურნალისტის პოზიცია 2 აგვისტოს რესტორან „ლოფტში“ მომხდარ ფაქტზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ბექა ჯიბლაძემ რესტორნის თანამშრომელს დანა ორჯერ, სახისა და თირკმლის არეში დაარტყა, რის შემდეგაც ბონდო ბაღაკაშვილი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია დროულად ჩაუტარდა.
ბექა ჯიბლაძეზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შსს-ს ინფორმაციით, მან საქართველოს საზღვარი მიმტანის დაჭრის შემდეგ მალევე დატოვა. ინფორმაციას, რომ ჯიბლაძე საქართველოში არ იმყოფება, მისი ადვოკატიც ადასტურებს.
„პრესა.ჯი“- სთან საუბრისას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სალომე მახარაძე ამბობს, რომ თანხის გადახდის დროს შელაპარაკების შედეგად, ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელს თავის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
„ჩვენი ინფორმაციით მოქალაქე ჯიბლაძემ იმ ღამესვე დატოვა საქართველოს საზღვრი“,- განაცხადა მახარაძემ. ეჭვმიტანილს ბრალი სსკ-ის 118-ე, 19-108-ე და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული.
ამ დროისათვის დაკავებულია გასვიანი, რომელიც ინციდენტის დროს ბექა ჯიბლაძესთან ერთად იმყოფებოდა. გასვიანს გამოძიება ხულიგნობას ედავება.
„პრესა.ჯი“ ოლიგარქის კუთვნილი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსსაც დაუკავშირდა კითხვით - გააშუქა თუ არა, „ობიექტურმა“ „მეცხრე არხმა“ აღნიშნული ინციდენტი.
საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თამარ რუხაძეს ამაზე თავისი არგუმენტი აქვს: - „კარგად უყურეთ მეცხრე არხს და ნახავთ როგორ გაშუქდა“...
„მეცრე არხზე“ გასულ მასალაში კი, აქცენტი არა დანაშაულზე ან მის მოტივზე, არამედ ეკა ბერიძის ვაჟიშვილის საქართველოში არ ყოფნაზეა გაკეთებული. მეტიც, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ ადვოკატ შალვა თადუმაძეზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმტანს სახე ბერიძის ვაჟმა დაუსერა, დამტკიცებული არ არის. ადვოკატი თადუმაძე ამბობს, რომ მისი კლიენტის დანაშაული არ დასტურდება.
ეს მაშინ, როდესაც რესტორნის თანამშრომლებმა ამოიცნეს ეკა ბერიძის ვაჟიშვილი და დეტალურად აღწერეს, თუ როგორ დაჭრა მან მიმტანი.
რაც შეეხება ეკა ბერიძის ქმარსა და „მეცხრე არხის“ ფორმალურ შეფს - კახა ბექაური კვლავ სირაქლემას პოზიციაში რჩება. ბექაურმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და მისი გერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე „პრესა.ჯი“-სთან არ ისაუბრა.
ოლიგარქის ფულით გამძღარი ბექაურისგან განსხვავებით, დაზარალებულ ბაღაკაშვილს მომხდარზე საუბარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირს. თუმცა, ის ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჭრილობები დანით სწორედ ეკა ბერიძის ვაჟიშვილმა, ბექა ჯიბლაძემ მიაყენა.
„თავს შეუძლოდ ვგრძბობ, ჭრილობები საშინლად მტკივა. ამიტომ ამ საკითხზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით“, - გვითხრა დაჭრილმა მიმტანმა.
და ბოლოს, მართალია, დედები, შვილების დანაშაულზე პასუხს არ აგებენ, თუმცა, აქ ერთი დამაფიქრებელი გარემოებაცაა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ და რატომ გადამალა „უდანაშაულო“ ჯიბლაძე საქართველოდან?!