ცხარე სალათა
08:37:02     06-08-2012
მასალა:
წითელი ლობიო 1 ჭიქა
ძმარი 2 ს/კ.
ხახვი 1 თავი
უცხო სუნელი, ქინძი, ნიორი, კეჩუპი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ წყალში, შემდეგ წყალი გადავწუროთ და ლობიოს დავამატოთ ზეთში შემწვარი წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ უცხო სუნელი, მარილი, მოვასხათ კეჩუპი, ძმარი და კარგად ავურიოთ.