ნამცხვარი „რაფაელო"
08:35:06     06-08-2012
მასალა:
სიმინდის ბურბუშელა (ტკბილი) 1 შეკვრა
სგუშონი 0,5 ქილა
კარაქი 100გრ.
ქოქოსის ფანტელები გემოვნებით.
ნუში ან თხილი 1 ცალ რაფაელოში 1 ცალი.
მომზადება:
სიმინდის ბურბუშელა დავაქუცმაცოთ, შეგვიძლია გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარაქს დავამატოთ სგუშონი, დაქუცმაცებული ბურბუშელა და კარგად ვზილოთ ხელით ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, თითოეული ბურთის შიგნით მოვათავსოთ ნუში, შემდეგ ბურთები ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელებში. მომზადების შემდეგ ბურთები შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით.