შემწვარი ბანანი

  09:30:34     04-08-2012

მასალა:

ბანანი 3ც.

კარაქი 30გრ.

შაქრის პუდრა და დარიჩინი გემოვნებით.

მომზადება:

სამი ცალი ბანანი გავფცქვნათ და გავყოთ შუაზე, შემდეგ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და შევწვათ ბანანის ნაჭრები, მომზადებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოვაყაროთ ცოტა დარიჩინი და შაქრის პუდრა. მომზადებული ბანანები გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.