მამაკაცი, ქუჩაში ცოლის საყვარლის მოჭრილი თავით დასეირნობდა

  16:30:58     02-08-2012

30 წლის მამაკაცს ხელში ადამიანის მოჭრილი თავი ეჭირა და ეკატერინბურგის ქუჩებში დასისხლიანებული პიჯაკით დასეირნობდა.

პოლიციაში შოკირებულმა გამვლელებმა დარეკეს.

სამართალდამცავებმა მამაკაცი წინააღმდეგობის გარეშე აიყვანეს. გამოირკვა, რომ ის არის იგორ ბურიმოვი და ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის საყვარელს თავი მოაჭრა.

როგორც დაკავებული ყვება, მან ცოლს 23 წლის ახალგაზრდასთან ერთად საწოლში მიუსწრო და იქვე მოკლა.

თავმოჭრილი ტანი სახლის შიდა ეზოში იპოვეს. როგორც გაირკვა, იყვნენ მოწმეებიც, რომლებმაც ნახეს, როგორ აჭრიდა ქმარი თავს ცოლის საყვარელს. ჭრილობები ქალმაც მიიღო, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა, ალექსანდრე უმაროვი კი მისმა ქმარმა ეზოში გაათრია და დანით, სწორედ იქ მოაჭრა თავი, მეზობლების თვალწინ.

- მესმოდა ყვირილი და ფანჯარაში გავიხედე. ვხედავ, საშა სულ სისხლიანია და გამორბის, ეს მეორე კი მას მისდევს. მან ის წააქცია და ფეხებით ცემა დაუწყო, შემდეგ კი დანით. მე პოლიცია მაშინვე გამოვიძახე, მაგრამ საშა მალევე გაყუჩდა. მან კი თმებში წაავლო ხელი და ყელის გამოჭრა დაიწყო. შემდეგ თავი პიჯაკში გაახვია და წავიდა.

იგორ ბურიმოვი დაკავებულია. მან აღიარა, რომ თავი მდინარეში გადააგდო, რომ დანაშაულის კვალი დაემალა.

დაკავებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.