გმირმა დედამ ორი ნაშვილები მოკლა: ერთი დაწვა, მეორე კი მიწაში ჩამარხა

  14:43:52     02-08-2012

ცნობილი გახდა შოკისმომგვრელი დეტალები ორი გოგონას მკვლელობისა, რომელსაც კრასნოდონში ჰქონდა ადგილი.

სვეტლანა ოკლეიმ, რომელმაც თავად 8 შვილი გააჩინა, რის გამოც ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობისას მას გმირი დედის წოდებაც უბოძეს, კიდევ ორი გოგონა აიყვანა. ობოლი ბავშვები მას სასამართლოს წესით გადასცეს, რის შემდეგაც 5-ოთახიანი ბინაც აჩუქეს.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ სვეტალანას ნაშვილებები აღიზიანებდნენ, რის გამოც ის მათ სასტიკად სცემდა.

ასე მოხდა 2007 წელს დაბადებულ გოგონასთან დაკავშირებით. ქალმა ძლიერად სცემა ის და კუთხეში დააყენა, სადაც ბავშვი ადგილზევე მოკვდა - ამბობენ სამართალდამცველები. ამის შემდეგ, სვეტლანამ ქმარს და 22 წლის უფროს ქალიშვილს  უბრძანა თავიდან მოეცილებინათ გოგონას ცხედარი, რომელიც საბოლოოდ, აგარაკზე წაიღეს და დაწვეს.

2011 წლის ნოემბერში კი სვეტლანა ოკლეიმ მოკლა მეორე აყვანილი გოგონაც. ისიც ცემის შედეგად გარდაიცვალა, ისე, რომ გონზეც ვერ მოვიდა. მისი ცხედარიც აგარაკზე წაიღეს და მიწაში ჩამარხეს.

ოჯახური დანაშაული სამართალდამცველებმა 1 აგვისტოს გახსნეს, დღეს კი მისი დეტალები გაახმაურეს. საქმე ისაა, რომ სვეტლანას სახლში იპოვეს 31 ივლისს გაუჩინარებული 3 წლის გოგონაც, რომელიც საკუთარი სახლის ეზოდან იმ დროს გაიტაცეს, როცა მშობლები შინ იყვნენ.

გატაცების მოტივი კი მართლაც შოკისმომგვრელია. 3 წლის გოგონათი სვეტლანას ერთ-ერთი მოკლული აყვანილი ბავშვის „ჩანაცვლება“ სურდა.

ახლა სვეტლანაც, მისი ქმარიცა და უფროსი ქალიშვილიც დაკავებულები არიან. მათი ორი უმცროსი შვილი საავადმყოფოში მოათავსეს, ერთი კი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. დანარჩენები კი დიდები არიან და ცალკე ცხოვრობენ.