ბლინები შოკოლადით
09:01:23     02-08-2012
მასალა:
2ც. კვერცხი
200 მლ. რძე
3–4 ს/კ. შაქარი
3 ს/კ. ზეთი
250გრ. ფქვილი
ვანილი გემოვნებით.
50გრ. შოკოლადი.
მომზადება:
ბლენდერის ჭიქაში კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, რძე და შაქარი, დავამატოთ ვანილი და გაცრილი ფქვილი, ზეთი და კარგად ავთქვიფოთ. ცომი უნდა იყოს დაახლოებით კეფირის სისქის. თუ რძე ძალიან ცხიმიანია, მაშინ მისი რაოდენობა შევამციროთ და წყლით გავაზავოთ, ისე რომ საბოლოოდ გაზავებული იყოს 200 მლ. შეგიძლიათ პირდაპირ ბლენდერის ჭიქიდანვე დავასხათ გაცხელებულ ტაფაზე ცოტ-ცოტა და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. გავადნოთ შოკოლადი ორთქლზე, გასათხელებლად დავამატოთ რძე ან წყალი, კარგად ავურიოთ რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. თბილი ბლინები დავახვიოთ ან დავკეცოთ სამკუთხედად, მოვასხათ შოკოლადი და მივირთვათ.