იტალიური ფუნჩულები

  09:00:56     02-08-2012

მასალა:

300გრ. ნადუღი

1-2ც. კვერცხი

4 ს/კ. ფქვილი 

2 ჩ/კ. ფორთოხლის ცედრა

1/2 ჩ/კ. სოდა

შოკოლადის ნატეხები 4-5 ს/კ.

ქიშმიში 5-6 ს/კ.

მომზადება:

ნადუღს დავამატოთ კვერცხი, ფორთოხლის ცედრა, სოდა, ფქვილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ შოკოლადის ნატეხები და ქიშმიში. გავაკეთოთ დაახლოებით კაკლის ზომის ბურთულები და შევწვათ ცხელ ზეთში. ზეთი ჩავასხათ დაახლოებით 2 თითის სისქეზე. მზა პონჩიკები გადავიტანოთ ქაღლდის ხელსახოციან თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივირთვათ თბილი.