დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავი მირგოროდში აღინიშნება

  07:53:35     31-07-2012

4 აგვისტოს, 13:00 საათზე, დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ინიციატივით უკრაინის ქალაქ მირგოროდში დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
 
ღონისძიების  მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და რადას ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელისა“და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან, ცნობილი ქართველი მწერალები, მირგოროდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ღონისძიება რამოდენიმე ეტაპად ჩატარდება.

საღამოს 19:00-საათზე,  ღონისძიების დასასრულს, მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მონაწილებას ქართული შემოქმედებითი კოლექტივები და  ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიელი“. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“ და „ცოტნე დადიანის“ დარბაზის გუნდი.