
სალათა კომბოსტოთი, ვაშლით და ქიშმიშით
07:37:41     31-07-2012
მასალა:
200გრ. წითელი კომბოსტო
150გრ. ქიშმიში
150გრ. სტაფილო
200გრ. მწვანე ვაშლი
მცენარეული ზეთი.
მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 20–30 წუთით, შემდეგ გადავასხათ წყალი და დავუმატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო, გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი ვაში, მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ.