ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხში

  07:35:16     31-07-2012

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო 500გრ.

კვერცხი 2ც.

რძე 2 ს/კ.

პურის ფქვილი 1 ს/კ.

მაიონეზი 50გრ.

ქინძი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კომბოსტო დავშალოთ პატარა ყვავილებად, მოვწალოთ მარილან წყალში და გადმოვიღოთ დუშლაგზე. კვერცხი ავთქვიფოთ რძესთან ერთად, დავამატოთ ფქვილი, მარილი და კარგად ავურიოთ. თითოეული კომბოსტოს ნაჭერი ამოვავლოთ მომზადებულ მასაში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის შემდეგ კომბოსტო გადმოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.