არაჟნის მომზადება
08:55:31     28-07-2012
რძე მოვწველოთ. გავწუროთ, არ ავადუღოთ, დავაფაროთ თავზე და ისე დავდგათ ცივ ადგილას. დილის მოწველილ რძეს საღამოთი მოვხადოთ თავი, საღამოს მოწველილს მეორე დღეს მოვხადოთ თავი. რამდენიც მოვხადოთ, იმდენი ცივ ადგილას შევინახოთ. რაც რძე დარჩება, იმაში ცოტა პური ჩავაგდოთ, ან სხვა რამ სიმჟამე, და ისე ავადუღოთ. როცა ჩაწვება და ჩახაჭოვდება, პარკში ჩავასხათ და გავწუროთ. ხაჭრო როგორც გვინდა ისე გამოვიყენოთ.