ცუდი ხელოვნების მუზეუმი
08:40:47     26-07-2012
ცუდი ხელოვნების მუზეუმი (MOBA) არის საზოგადოებრივი, კერძო დაწესებულება მიძღვნილი შეგროვების, შენახვის, საგამოფენო და ცუდი ხელოვნების ყოველგვარი გამოვლინებით და მთელი მისი ბრწყინვალებით. მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. გამოხმაურება იყო აურაცხელი. ამის შემდეგ MOBA-ს კოლექცია და ამბიციები გაიზარდა ექსპონენტურად და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს
MOBA დაარსდა 1994 წელს მას შემდეგ, რაც ანტიკური ნივთების დილერმა სკოტ უილსონმა თავის მეგობარებს აჩვენა რამოდენიმე “რახარუხა” ნახატი და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა გაეკეთებინათ კოლექცია. ერთი წლის განმავლობაში გამოფენები კეთდებოდა უილსონის მეგობრის სახლში, ბევრი დამთვარიელებელიც ჰყავდა, ამიტომ საჭირო გახდა კოლექციისთვის საკუთარი სივრცე გამოეძებნათ. მუზეუმი გადაიტანეს დედჰემის თეატრის სარდაფში.
მუზეუმის მთავარი აზრია: “ნამუშევარი ზედმეტად ცუდია იმისთვის,რომ დაიგნორდეს”
მუზეუმის შექმნის მიზეზს, 1995 წლისათვის, ასე ხსნის მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯერი რეილი: “მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყოველი ქალაქის მინიმუმ ერთი მუზეუმი მიძღვნილია საუკეთესო ხელოვნებას, MOBA ერთადერთი მუზეუმია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეაგროვეს და გამოფინოს ყველაზე ცუდი”.