
სალათა ქათმის ფილით და ფორთოხლით
08:07:09     26-07-2012
მასალა:
300გრ. ქათმის ფილე
2ც. ფორთოხალი
1ც. მწვანე ვაშლი
მარილი, მაიონეზი ან არაჟანი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი და ფორთოხალი მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით.