გამოკითხულთა 73 პროცენტი მხარს სააკაშვილს უჭერს

  15:12:07     25-07-2012

ამერიკის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 73 პროცენტი უჭერს მხარს. 

როგორც „ინტერნეტ.ჯი“ იუწყება: „ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 37 % "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 24%  - ბიძინა ივანიშვილს და 7% გიორგი თარგამაძეს უჭერს მხარს… კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 43% "ნაციონალურ მოძრობას", 24% - "ქართულ ოცნებას", 7%  კი, ქდმ-ს მისცემდა ხმას“.

როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში, მსგავსი ტიპის გამოკითხვები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. უკლებლივ ყველა სოციოლოგიური კვლევების შედეგად კი ირკვევა, რომ საქარათველოს პირველ პირს და ზოგადად, ხელისუფლებას, თავის ამბიციურ მილიარდერ ოპონენტზე გაცილებით მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

ამის მიუხედავად, „მეოცნებეები“იხტიბარს არ იტეხენ, საკუთარ გრანდიოზულ პოპულარობას ირწმუნებიან და ყოველი მსგავსი გამოკითხვის შემდეგ, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაშიც კი შეაქვთ ეჭვი. 

ოლიგარქის და მისი მხარდამჭერების „შავ სიას“ კი, ამჯერად, როგორც ჩანს, კიდევ ერთი დასავლური ორგანიზაცია მიემატება. ივანიშვილისათვის სანდო და მისაღები ალბათ მხოლოდ რუსული ორგანიზაციებია და მათი მოსკოველი ლობებია, რომელთანაც მილიარდერს, ცნობილია, რომ საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს...