
მიხეილ მაჭავარიანი: ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა საარჩევნო კამპანიის ნაწილია
12:18:10     25-07-2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კომენტარი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილ ჯარიმაზე გააკეთა.
მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული თანხის გადახდა, ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
მისი თქმით, ბიუჯეტში გადარიცხული თანხა რას მოხმარდება, ამას თავად სახელმწიფო გადაწყვეტს.
„ყოველი თეთრი რომელიც გადაირიცხება ბიუჯეტში, სახელმწიფო გადაწყვეტს რა მიზნით დაიხარჯება და რას მოხმარდება. აღნიშნული თანხის გადახდა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის ნაწილია და ეს კარგად გამოჩნდა. ეს თანხა რამდენიმე კომპანიისა და ბანკის დახსნის გამო გადაიხადეს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა.