ხილის სასმელი თაფლით

  08:43:18     25-07-2012

მასალა:

ფორთოხალი 2ც.

ნახევარი გრეიფრუტი

ნახევარი ლიმონი

მოცვი 3 ს/კ.

თაფლი 1 ჩ/კ.

მინერალური წყალი.

მომზადება:

ფორთოხალი და გრეიფრუტი გავასუფთავოთ კანისგან, დავაბლენდეროთ მოცვთან ერთად, დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი, თაფლი, წყალი, კარგად ავურიოთ და გავაცივოთ.