ჩეჩნეთი - რუსეთის წაგებული ომი?

  13:24:48     24-07-2012

ჩეჩენი და დაღესტნელი სპორტსმენები შეჯიბრებებში რუსეთის სახელით გამოდიან, მაგრამ სპორტდარბაზებსა და მთაში რუსეთი მათთვის ისევ მტრად რჩება - წერს ჟურნალი Time, რომლის კორესპონდენტი საიმონ შუსტერი ხასავიურტში იმყოფებოდა, სადაც თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონებს, ადამ და ბუვაისარ საიტიევებს სპორტული სკოლა აქვთ.

ხასავიურტი, მოსკოვისათვის, ტერორიზმთან ომში, ერთ-ერთი ყველაზე „უკანონო ფრონტია“. ორი ათეული წელია ინსურგენტები ამ ქალაქს რეზერვის შესავსებად იყენებენ. ბოლო პერიოდში კი ისინი მომხრეებსაც „ავერბოვკებენ“. ამიტომ სპორტული სკოლა არა მარტო სპორტული გამარჯვებებისათვის შეიქმნა. ბუვაისარ საიტიევი ამბობს, რომ სპორტული ორთაბრძოლა, ეს მასების გაკონტროლების მექანიზმიც არის და მან ახალგაზრდების ექსტრემიზმისგან ჩამოშორება უნდა მოახდინოს - წერს შუსტერი.

სტატიის ავტორის თქმით, მოსკოვი ჩეჩენ მამაკაცებს ასეთ არჩევნას სთავაზობს: ან ასიმილაციაში მოყვნენ, ან გარისკონ იმით, რომ მათ, როგორც ტერორისტების მხარდამჭერებს, დევნას დაუწყებენ.  ძმები საიტიევები, თუკი მათ მისაბაძ მაგალითებად განვიხილავთ, სრულებით სხვადასხვაგვარად ბალანსირებენ - წერს ავტორი. მისი თქმით, 37 წლის ბუვაისარი შეეგუა რუსეთთან ინტეგრაციას, 34 წლის ადამი კი, როგორც მინიმუმ, სიტყვით აგრძელებს წინააღმდეგობას.

საიტიევებმა ჩეჩნების მთელი თაობა ჩააბეს სპორტში.  ბოლო დრომდე ამ „რბილი ძალის“ სტრატეგიამ მოსკოვს დიდი სარგებელი მოუტანა. ხასავიურტის სპორტული სკოლის მხარდასაჭერად კრემლი მილიონ დოლარს ხარჯავს, სულ ცოტათი ნაკლებს, ვიდრე უნივერსიტეტის ან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას დასჭირდებოდა.

ახმად კადიროვმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეკრიბა სპორტსმენები. მან აირჩია პოლიტიკა - სპეციალიზაცია სპორტის საშუალებით და ამ კურსის ჩატარება ბაისაროვებს სთხოვა. ამასთან, ძმებს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, რომ ხსომებოდათ 1944 წლის დეპორტაცია, რომ მათი დედის ათი  და-ძმიდან, ექვსი, გადასახლებაში დაიღუპა.

ბუვაისარი იხსნებს, როგორ მონაწილეობდა ატლანტის ოლიმპიადაში 1996 წელს: ყველა ჩემი ნაცნობი ომში იბრძოდა, მე კი დავდიოდი, როგორც სულელი სპორტულ „ტრიკოში“, რადგან მესმოდა: ერთი ავტომატი ჩემს ხელში, ბევრს არაფერს შეცვლიდა. ხოლო როცა გამარჯვება მოიპოვა, ბუვაისარმა რუსეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერი  ჩეჩენი ხალხის უბედურებაზე სასაუბროდ გამოიყენა.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, ათასობით ინსურგენტმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მოსკოვთან მშვიდობა დაამყარეს, მაგრამ ახლა, ისინი ხალიფატის შექმნას ცდილობენ კავკასიაში, რუსეთის ხელისუფლება კი მათ სპეცოპერაციებით პასუხობს.

იმედმა, რომ სპორტი გახდება ისლამიზმის საპირწონე, ფიასკო განიცადა - წერს ავტორი და ჩამოთვლის სპორტსმენებს, რომლებიც სპეცოპერაციებისას მოკლეს:
28 წლის რამაზან სარიტოვი, 15 წლის მოვსარ შაიპოვი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი19 წლის ნარიმან სატიევი... ადამ საიტიევი ამბობს, რომ ზოგს აიძულებენ ტყეში წასვლას, ზოგს კი, უბრალოდ, აღარ შეუძლია სამართალდამცველების მოქმედებების ატანა. მათ აკავებენ ერთხელ, ორჯერ და ამიტომ, მათთვის უკეთესია სადმე წავიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნან.

ადამის თქმით, სწორედ ეს უბიძგებს ხასავიურტის კაცებს ტყეში წავიდნენ. ბოლო 10 წლის მანძილზე უფლებადამცველებმა ჩრდილოეთ კავკასიაში წამების, გაუჩინარების, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე მკვლელობების ათასი შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც შუსტერი წერს, ხასავიურტის ადგილობრივ ადმინისტრაციას ნაგვის გატანის საკითხის მოგვარებაც კი არ შეუძლია და ადგილობრივი მოსახლეობა მას წვავს. ეს სუნი და ბოლი კი ჩამოშლილი სახელმიწოფს ანტურაჟია.

ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გამოსავალი მხოლოდ ორია: ნიჭიერი სპორტსმენები შეიძლება რუსულ ელიტას შეუერთდნენ, მაგალითად, ბუვაისარი დიდწილად მოსკოვში ცხოვრობს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კომფორტულ ბაზაზე ვარჯიშობს და პუტინის ნდგობით აღჭურვილი პირიც კი იყო არჩევნების პერიოდში.

მაგრამ მისმა ძმამ, ადამმა, უფრო რელიგიურმა ადამიანმა, სხვა გზა აირჩია. მის თვალში, სპორტი, უსარგებლო საქმეა. ის ძმას პატივისცემის გამო დასთანხმდა, რომ სკოლას უხელმძღვანელოს, მაგრამ ის იშვიათად ჩადის ბუვაისართან მოსკოვში. ინტერვიუში მან ისლამი რუსული ფილმების, ალკოჰოლისა და სეკულარიზმისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებად გამოაცხადა.

„ევროპელის სახე, რომელსაც ჩვენ კინოში ვხედავთ, მიუღებელია მუსულმანისათვის. თუ მუსულმანი კარგავს თავის რელიგიას, ის კარგავს ცხოვრების არსსაც, ამიტომ ომი გრძელდება“ - თქვა ადამმა.  საიტიევების სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთში ჩეჩნურად საუბრობენ, მათი უმრავლესობა მედრესებში დადის, რომელიც ხასავიურტში ახლა უფრო მეტია, ვიდრე სპორტდარბაზი. ისინი ყურადღებას არ აქცევენ სროლის ხმას, მაგრამ მუეძინის ხმაზე ნამაზს ასრულებენ - წერს შუსტერი.