ლობიოს რულეტი
08:58:24     23-07-2012
მასალა:
წითელი ლობიო 500გრ.
ხახვი 1–2 თავი.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ზეთი შესაწვავად
რამოდენიმე ცალი კომბოსტოს ფურცელი
კეჩუპი, სამარხვო მაიონეზი, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ, წყალი გადავწუროთ და კარგად ჩავჭყლიტოთ, შემდეგ დავამატოთ ზეთში მოთუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოოთ. კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ წყალში, ცოტა გავაცივოთ, შემდეგ დავაწყოთ პოლიეთილენის პარკზე, კომბოსტოს მთლიანი ზედაპირი დავფაროთ მომზადებული ლობიოს ფარშით, ფარშს ცენტრში წავუსვათ თავდაპირველად მაიონეზი, შემდეგ კეჩუპი და პარკის დახმარებით გადავახვიოთ რულეტისებურად. მომზადებული რულეტი შევინახოთ მაცივარში 1–2 საათით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, დავჭრათ სასურევლი ზომის ნაჭრებად და გავაფორმოთ სალათის ფოთლებით.