კექსი ვაშლის წვენით
08:57:31     23-07-2012
მასალა:
შაქარი 1/2 ჭიქა
მცენარეული ზეთი 1/4 ჭიქა
ვაშლის წვენი 1/2 ჭიქა
სოდა 1/3 ჩ/კ.
პურის ფქვილი 1 ჭიქა
ცოტა მარილი.
მომზადება:
შაქარს დავმატოთ მარილი, ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავმატოთ ვაშლის წვენი, (ვაშლის წვენში წინასწარ ჩავყაროთ სოდა), ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა ჩავსხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 170–180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში. (ზემოთ აღნიშნული მასლის რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ 2–3 ჯერ).