
მოსკოვის პროვოკაცია: რუსული სამხედრო თვითმფრინავები ლიტვის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ
06:53:19     22-07-2012
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, ნატოს საჰაერო სივრცეს არღვევენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამანადგურებლები კი მზად არიან ცაში აფრინდნენ, რათა რუსული თვითმფრინავები რუსეთში დააბრუნონ.
სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა 17 ივლისს, როცა რუსულმა ტუ-22-ების ესკადრილიამ ლიტვის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაზეც ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვს ნოტაც გაუგზავნა და განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავების საპასუხოდ ცაში აფრინდნენ პოლონური თვითმფრინავები, რომლებიც ლიტვაში ნატოს მისიით იმყოფებიან.
ლიტვის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსული თვითმფრინავები მიეკუთვნებიან კატეგორიას, რომელთაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, პოლონური ვერტმფრენები კი, რომლებიც ცაში ევროპის საჰაერო სივრცის დასაცავად აფრინდნენ, ლიტვაში ნატოს მისიის - Baltic Air Policing ფარგლებში იმყოფებიან. ეს ოპერაციები მიზნად ისახავს პატრულირებას საჰაერო სივრცეში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ფრენები პოლონეთისა და გერმანიის თვითმფრინავებით ხორციელდება, რათა აღკვეთილ იქნას ევროპის საზღვრის დარღვევა კრემლის არმიის მხრიდან.
„17 ივლისს დაფიქსირდა რუსული ვერტმფრენების სამხედრო მანევრები ბალტიის ზღვის თავზე: პროცედურების შესაბამისად, რომელიც Air Policing-ით არის გათვალისწინებული, ცაში პოლონური სამხედრო თვითმფრინავები აფრინდენენ, რათა რუსული თვითმფრინავები თავიანთ ტერიტორიაზე დაებრუნებინათ“ - ნათქვამია ლიტვის ნოტაში.
რუსეთის თავდაცვამ ეს დაადასტურა.
მოსკოვის მტკიცების შესაბამისად, აღნიშნული ფრენები ხორციელდება მფრინავების უნარ-ჩვევების შესამოწმებლად და მსგავსი ინიციატივები არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, რადგან ის ნეიტრალურ ზონაში ხდება, - ევროპის სივრცის დარღვევის გარეშე.
ლიტვის თავდაცვის მინისტრის თმით, მოსკოვის სამხედრო თვითმფრინავების ფრნები ადრე კვირაში თუ ერთხელ ხდებოდა, ახლა ნატოს საჰაერო სივრცეს ისინი უფრო ხშირად არღევევენ.
„ყოველ კვირას, უფრო ხშირადაც კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თვითმფრინავები იძულებულნი არიან თავის ტერიტორიაზე მიაცილონ მოსკოვის თვითმფრინავები, რომლებიც ლიტვისა და ბალტიის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში აღმოჩნდებიან-ხოლმე. რუსულ თვითმფრინავებს შორის არის ბომბდამშენები, რომლებსაც შეტევითი შეიარაღების გადატანა შეუძლიათ“ - განაცხადა მინისტრმა.
სამხედრო წაყროების ცნობით, მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეების სიახლოვეს ფრენებსა და სამხედრო მანევრებს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ლიტვა აფასებს, როგორც პროვოკაციულ აქტებს, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაზრდაა.
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ესტონეთის, ლატვიისა და ფინეთის თავდაცვის სამინისტროებმა საჯაროდ გამოხატეს შეშფოთება რუსული თვითმფინავების თავის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო და ნატოს ამ პროვოკაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.