სირიის ოპოზიციამ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი დაამყარა
09:40:05     21-07-2012
„ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, სირიის ოპოზიციის ბოევიკებმა ერაყთან და თურქეთთან საზღვარზე რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ხელში ჩაიგდეს.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ადნან ალ–ასადიმ განაცხადა, რომ ყველა სირია–ერაყის საზღვარზე მდებარე ყველა პუნქტი ამბოხებულების მიერ კონტროლირდება. ამას გარდა, სირიის ოპოზიციის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთთან საზღარზე სარდამა და ბაბ ხავაც ხელში ჩაიგდეს. თუმცა, მოგიანებით, გავრცელებული ინფორმაციით ამბოხებულებმა ბაბ ხავა დატოვეს.
„ბი–ბი–სისვე“ ინფორმაციით, ოპოზიციის ბოევიკებმა სასაზღვრო რაიონებზე ეს იერიშები იმიტომ მიიტანეს, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ სირიის ხელისუფლება ახლა ძირითადად დამასკოზეა კონცენტრირებული.
ერაყის ხელისუფლების ცნობით, ერთ–ერთ შორეულ სასაზღვრო პუნქტზე ამბოხებულებმა 20–ზე მეტი სირიელი სამხედრო მოკლეს.
ერაყის ხელისუფლებამ უსაფრთოების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება სირიიდან შეირაღებული ფორმირებების ქვეყნის სიღრმეში შეღწევა არ დაუშვას.
ამის პარალელურად გაეროში უკვე მერამდენედ იხილება საკითხი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე, რომელსაც ტრადიციულად რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო უკვე მეორეჯერ დაადეს.
ამის საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ–მა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ გაერომ სირიელი ხალხის იმედები ვერ გაამართლა.
„მოსკოვი და პეკინი ჯერ კიდევ ეჭვს გამოთქვამენ იმ დროს, როცა ხალხი იღუპება. ეს კრიტიკას იმსახურებს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების შეფმა, უილიამ ჰეიგმა დაგმო რუსეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილება და მას „უპატიებელი და არშემდგარი“ უწოდა.
სანამ გაერო იხილავს როგორ მოიქცეს სირიასთან დაკავშირებით, მანამდე იქ ხალხი იღუპება და ბაშარ ასადის რეჟიმის სისასტიკე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კარგა ხანია ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
რუსეთისა და ჩინეთის ხელშეწყობით მან საკუთარი ქვეყანა ვეებერთელა სასაკლაოდ გადააქცია. თუმცა, ბოლო ხანებში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ძნელი სავარაუდოა ბაშარ ასადმა დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება.