სასარგებლო რჩევები დამწყები კულინარებისთვის

  09:10:16     21-07-2012

. რძე არ "გადმოივლის" თუ ქვაბის ზედა კიდეს კარაქით გავპოხავთ.

 ბოსტნეული გაცილებით დიდ ხანს შეინახება, თუ მათ სველ ტილოში შეახვევთ და ასე შეინახავთ.

. იმისათვის, რომ ემალის ქვაბმა დიდ ხანს გაგიძლოთ, ახალ ქვაბში მოადუღეთ მარილიანი წყალი (5 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე).

. არ ჩაასხათ გახურებულ ემალის ქვაბში ცივი წყალი ან პირიქით, ცივ ქვაბში ცხელი წყალი, ამან შესაძლოა ემალის დაზიანება გამოიწვიოს.

. თუ ალუმინის ქვაბის კედლები გაშავდა, გაწმინდეთ ძმრიანი ნაჭრით და შემდეგ წყლით. ალუმინი თავის ფერს დაიბრუნებს.

. ყავის მადუღარა კარგად გაიწმინდება, თუ მასში წყალთან ერთად ლიმონის ნაჭერს მოვადუღებთ.

. ნუ გაალღობთ გაყინულ ხორცს წყალში, ამ დროს იკარგება ვიტამინები და მიკროელემენტები.

. მოხარშული ხორცი რომ ნოყიერი იყოს, მოსახარშად ცივ წყალში კი ნუ ჩაუშვებთ, არამედ მდუღარეში.

. სწრაფად რომ მოამზადოთ ჩათუშული ხორცი, სოუსს, რომელშიც ის ითუშება, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ძმარი.

. თუკი ხორცი ჰაერღუმელში ("დუხოვკაში") იწვება, მას უნდა დაამატოთ მხოლოდ ცხელი წყალი ან ბულიონი. ცივი წყლისგან ხორცი გამაგრდება.

. ხორცი ტაფას არ მიეწებება, თუკი ცხიმს, რომელშიც ის იწვება, ჩადებთ სტაფილოს რამდენიმე ნაჭერს.

. პურის ფქვილსა და ბრინჯში მატლებმა რომ არ დაიბუდონ, ტომარაში (ჭურჭელში) 2-3 კბილ გარჩეულ ნიორს დებენ. ეცადეთ, გაფცქვნისას ნიორი არ დააზიანოთ, რომ არ დალპეს.

. კვერცხის შენახვა 7-8 დღის განმავლობაში უმაცივროდაც შეიძლება. ამისათვის ერთი ცალი უნდა გატეხოთ და ცილა დანარჩენებს წაუსვათ, შემდეგ კი სათითაოდ გაახვიოთ გაზეთში.

გახსნილ ქილაში ტომატი რომ არ დაობდეს, მარილი მოაყარეთ.

 როგორ შევამოწმოთ კარაქის ვარგისობა?

. საჭმელად ვარგის კარაქს უნდა ჰქონდეს: მოთეთრო-მოკრემისფრო ან ღია ყვითელი ფერი, კარგი გემო, ერბოს რბილი, მარცვლოვანი კონსისტენცია. გამდნარი გამჭვირვალე უნდა იყოს და არ ჰქონდეს ლექი. უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სუნი.