უხა კალმახით და ტარხუნით
07:42:24     20-07-2012
მასალა:
კალმახი 300გრ.
ხახვი 1 თავი
კარტოფილი 1ც.
სტაფილო 1ც.
ოხრახუშის ძირი 1ც.
ხმელი შინდი 1/3 ჭიქა
ნიგოზი 1/3 ჭიქა
ტარხუნა და შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კალმახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ მთლიანი ხახვი, ოხრახუში, მრგვალად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ თევზი ამოვიღოთ ბულიონიდან, შევასუნელოთ, შინდით, დანაყილი ნიგოზით, შავი პილპილით, დაჭრილი ტარხუნით, კვლავ ჩავდოთ თევზი ბულიონში, 5–10 წუთი ვადუღოთ და კერძი მზადაა.