წითელი ლობიო ლორით

  07:41:11     20-07-2012

მასალა:

წითელი ლობიო 500გრ.

ლორი 300გრ.

ხახვი 3 თავი

მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.

ნიორი 3 კბილი

ქინძი 50გრ.

ქონდარი, რეჰანი 4–5 ძირი

წითელი დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ლობიო გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ლორი (მთლიანი), დავასხათ წყალი და მოვხარშოთ ლობიო. ხარშვის პროცესში 2–3 ჯერ დავამატოთ 1/3 ჭიქა ცივი წყალი. როცა ლობიო მოიხარშება წყალი გადავწუროთ, ლორი ამოვიღოთ ქვაბიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოხარშულ ლობიოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი ხახვი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, დაჭრილი ლორი, კარგად ავურიოთ და გავიტანოთ სუფრაზე. (გავაფორმოთ მწვანილით).